თურქული აბანო იგივე ჰამამი ცხელ მარმარილოს ქვაზე გაკეთებული ქაფის მასაჟი და ტანის პილინგია, ჰამამი რეკომენდირებულია სხვადასხვა ქრონიკული, რესპირატორული დაავადებებისა და ოსტეოქონდროზის დროს. პროცედურის შედეგად იხსნება ფორები, იწმინდება სხეული, სუფთავდება კანი ტოქსინებისა და სხვა მავნე ნივთიერებებისაგან. ამ ტიპის აბანოს განმასხვავებელი თვისებაა განსაკუთრებული ტემპერატურული რეჟიმი. ის არ არის ისეთი ცხელი, როგორც ჩვეულებრივი აბანო ან საუნა (ტემპერატურა 30°C-დან 55°C-მდე მერყეობს), იდეალურია მათთვის, ვისაც არ უყვარს ან ვინც ვერ იტანს მაღალ ტემპერატურას. კანის ღრმა წმენდისა და ორგანიზმის დეტოქსიკაციის გარდა ჰამამი დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე.
აღმოსავლური აბანო დაგეხმარებათ გაუმკლავდეთ სტრესს, დეპრესიას და შფოთს. ქაფის მასაჟი კი მოგიხსნით კუნთების ტკივილსა და დაგირეგულირებთ მაღალ წნევას. ჰამამი გულისხმობს არა მარტო ტრადიციულ „გახურებას“ ორთქლის აბანოში, არამედ მთელ რიგ კოსმეტიკურ პროცედურებსაც: მასაჟებს, პილინგს და ტანის ნიღბებს.
- ჰამამი, მშრალი საუნა - 25 ლარი
- ჰამამი, ორთქლის საუნა - 25 ლარი
- ჰამამი, ჯაკუზი - 25 ლარი
- ჰამამი, ქაფის მასაჟი - 110 ლარი
- ჰამამი სრული პაკეტი - 200 ლარი
- ჰამამი, საერთო პილინგი - 110 ლარი
- ჰამამი, საერთო პაკეტი - 150 ლარი
- საუნა - < ლარი