ნაწლავების სიფონით მორწყვა – უძველესი დროიდან ცნობილი მეთოდია ნაწლავების გაწმენდა წყლით და მცენარეული ნახარშებით. სიფონური გამორეცხვის დახმარებით ტარდება, მსხვილი ნაწლავის უმტკივნეულო და ეფექტური ირიგაციის პროცედურა.
არასწორი კვება იწვევს მსხვილი ნაწლავის მრავალ დაავადებას (სპასტიური კოლიტი, ქრონიკული ყაბზობა, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, პოლიპოზი და ნაწლავის კიბოს პათოლოგია) რის შემდეგაც ვითარდება ვეგეტატიურ-სისხლძარღვთა ცვლილებები, ძილის დარღვევა, იმუნოდეფიციტები, ქრონიკული დაღლილობის სინდრომი. ყოველივე ეს იწვევს ადრეულ დაბერებას, შრომისუნარიანობის დაქვეითებას, ლეტარგიას და ცხოვრებისადმი აპათიას.
ნაწლავების სიფონით მორწყვა ორგანიზმისა და ნაწლავების გაწმენდასთან დაკავშირებული ერთ-ერთი მთავარი ტექნიკაა. პროცედურის დროს მსხვილი ნაწლავი ირეცხება ზედმეტი ლორწოსგან, რომელიც წლების განმავლობაში გროვდება ცუდი კვების შედეგად. პროცედურის დროს ხდება მსხვილი ნაწლავის მოტორული აქტივობის აღდგენა, რაც იწვევს ნაწლავის ჰიპოდინამიის ლიკვიდაციას და განავლის სტაგნაციას.
პროცედურა ტარდება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, ვინაიდან პროცედურის არასწორად გამოყენების შემთხვევაში შესაძლოა განვითარდეს სერიოზული გართულებები. ნაწლავების სიფონით მორწყვის შემდეგ, როგორც წესი, აუცილებელია ნაწლავის მიკროფლორის აღმდგენი მედიკამენტების ხანგრძლივი გამოყენება.
მსხვილი ნაწლავის გამორეცხვის პროცედურის თანმხლები ეფექტები:
- მსხვილი ნაწლავის გაწმენდა. (მათ შორის ტოქსიკური ნარჩენები)
- მსხვილი ნაწლავის კუნთების და ბოჭკოების ვარჯიში. მსხვილი ნაწლავის მშვიდი შევსება და დაცლა აუმჯობესებს მის პერისტალტიკურ აქტივობას და ზრდის მისი კუნთოვანი შრის ტონუსს.
- სწორი ნაწლავის ფორმის აღდგენა
- იმუნოსტიმულატორული ეფექტი. დადგენილია, რომ 80%-მდე გვხვდება ნაწლავებში იმუნოკომპეტენტური ქსოვილები, რომელთა ფუნქციონირება მნიშვნელოვნად არის დაქვეითებული ქრონიკული ყაბზობის დროს
- ნორმალური რეფლექსური კავშირების სტიმულირება. სხეულის თითქმის ყველა ორგანო და სისტემა მსხვილ ნაწლავს უკავშირდება ძალიან მგრძნობიარე რეფლექსური კავშირებით. მსხვილი ნაწლავის სტიმულირება, ძალიან დადებითად მოქმედებს ორგანიზმზე
- ორგანიზმში წყლის ბალანსის ნორმალიზება
ჩვენებები, რომლის დროსაც გამოიყენება სიფონური გამორეცხვა
- ყაბზობა
- დერმატიტი
- ჭარბი წონა
- აკნე
- კუნთოვანი სისტემის დაავადებები
- პროსტატიტი და პოტენციის დაქვეითება
- უნაყოფობა
- ალერგიული რეაქციები
- ალოპეცია